რამდენი უქმე დღე იქნება იანვარში და ვის არ შეეხება მთავრობის დადგენილება

უქმე დღეები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.