რამდენად იყიდით 1 გრამ ოქროს! - განახლებული მონაცემები

ოქრო

მსოფლიოში ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 983 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.15%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 79.13 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 4.35%-ით მომატებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 447 ლარია, 750-სინჯიანი - 335 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 262 ლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 7.87 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.34 ლარად არის შესაძლებელი.