„რაღაც სერიოზული გჭირს... ეს უბრალოდ ავადმყოფობაა“ - ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში  ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი  კირკის მკვლელობას ეხმაურება. 

„თუ ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობ, რაღაც სერიოზული გჭირს. არ მაინტერესებს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე, ზემოთ, ქვევით, თუ სადღაც შუაში - ეს უბრალოდ ავადმყოფობაა...“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.