რა უთხრა მამა გაბრიელმა ბერი ნიკოლოზის მშობლებს

გაბრიელი

ნარიმანი მეფე, სოციალურ ქსელში აზიარებს ისტორიას, რომელიც მამა გაბრიელს და ბერ ნიკოლოზის მშობლებზეა.

,,მამა გაბრიელმა მამა ნიკოლოზის მშობლებს უთხრა: ,, თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი შვილი გყავთ. მალე ისეთი დრო მოვა თქვენ შვილთან უამრავი ხალხი მოინდომებს მოსვლას და მუხლის მოყრას, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და ხელზე მთხვევა ძალიან ძნელი იქნება.

ნიკოლოზი თავისი სულიერებით იმ სიმაღლემდე ააღწევს, რომ მის სიტყვას დაემორჩილება ქვეყნიერება!"

მამა ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ზრდიდა მამა გაბრიელი რასაც ნარიმანის ნათესავები და ახლობლები ახლა ხშირად იხსენებენ.

დედის ქალბატონი რუსუდანის მოგონებებიდან: ,,ტიმოთეს უბანში, ეკლესიის შესასვლელში უყვარდა მისვლა და იქ

მარტო ჯდომა. ჩვენთან ერთი წვერებიანი ახალგაზრდა მათხოვარი

მოდიოდა და ნარიმანს სულ რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელაც მოკიდა

ხელი და მიჰყავდა. გამოვეკიდე და ვუთხარი სად მიგყავსთქო. ასე

მიპასუხა: რას ნერვიულობ, გავა დრო და ეს მაინც ჩემთან მოვაო. ეს იყო მამა გაბრიელი“

ასევე ნახეთ:

"როდესაც ძალიან მენატრება, მაშინ მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ მის სურნელსაც ვგრძნობ..." - დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი მუსიკოსი 26 წლის გახდებოდა

VIDEO: „აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში“ - „რატის ბარი“ მიმართვას ავრცელებს