რას ჰყვება დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი - პროკურატურამ ჩვენება გაასაჯაროვა
1788108576
სასკოლო ფორმების შეძენა პირველკლასელების მშობლებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, 15 სექტემბრიდან კი – მხოლოდ ონლაინ შეეძლებათ.
მშობლები ფორმის ფიზიკურად ყიდვას შეძლებენ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში. ფორმის ღირებულების გადახდას POS ტერმინალის მეშვეობით შეძლებთ.
სასკოლო სამოსის შეძენა ონლაინ კი, საქართველოს განათლების სამინისტროს ონლაინ მაღაზიიდან – formebi.emis.ge–დან იქნება შესაძლებელი. გადახდას საბანკო ბარათით მოახერხებთ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაში ვკითხულობთ:
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.