დონალდ ტრამპი: რატომ არ იხდიან ABC და NBC FAKE NEWS ლიცენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები, თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს

დონალდ ტრამპი

თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარკვეულ ტელეარხებს „უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის“.

„რატომ არ იხდიან ABC და NBC FAKE NEWS, მსოფლიოს ორი ყველაზე ცუდი და მიკერძოებული ტელეარხი წელიწადში მილიონობით დოლარს ლიცენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიცენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვატორების არასამართლიანი გაშუქებისთვის, მაგრამ სულ მცირე, დიდი თანხა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ აქვთ ყველაზე ღირებული ეთერის გამოყენების პრივილეგია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. თაღლითური „ჟურნალისტიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, ის უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი.