რა საბუთები უნდა წარადგინონ პირველკურსელებმა უნივერსიტეტებში

რა საბუთები უნდა წარადგინონ პირველკურსელებმა უნივერსიტეტებში

ყველა უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აქვეყნებს იმ საბუთების სიას, რომლებიც პირველკურსელებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარადგინონ.

ზოგიერთი უნივერსიტეტი ნოტარიულად დამოწმებულ ასლს ითხოვს, ზოგი კი დედანსა და ასლს.

ასევე, პირადობის მოწმობის დედანისა და ასლის წარდგენაა საჭირო.

პირველკურსელებს სჭირდებათ ფოტოსურთი 3X4 და ასევე, ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე.

ბიჭების შემთხვევაში, სამხედრო აღრიცხვის მოწმობის წარდგენაა საჭირო.

ზოგიერთი უნივერსიტეტი სწავლის გადასახადის ნახევრის ან გარკვეული ნაწილის გადახდის ქვითრის წარდგენასაც ითხოვს.

ასევე, შესაძლოა, უნივერსიტეტებმა მოითხოვონ დაფინანსების მიღებისათვის სხვადასხვა დოკუმენტის ასლი.

მაგალითად, სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლები, ოქროსმედლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასე შემდეგ.