პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
18 მარტიდან მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლისთვის დიდი მარხვა დაიწყო. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს – დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა, მარხვის სიმკაცრეზე კურთხევას მრევლს მოძღვარი აძლევს.
რაც შეეხება ლოცვას, დილით და საღამოს დამატებით იკითხება წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელი „უფალო და მეუფეო…“ ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით, საიდანაც 12 არის მცირე და ოთხი – დიდი მეტანია.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ; ვინც შაბათს, ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.
წელს, ბრწყინვალე აღდგომას მართლმადიდებელი ეკლესია 5 მაისს დღესასწაულობს.