რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, ტრაგედიის ადგილას, სადაც 2 მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმი

ბათუმში, მომხდარ უბედურ შემთხვევას 2 მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

ტრაგედიის ადგილზე ამ წუთებში ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილები. 

პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო საქმიანობა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ბათუმის მერიამაც. 

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.