რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე - უახლესი ინფორმაცია

რიკოთი

რიკოთზე მომხდარი ავარიის გამო გუშინ გვიან ღამით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. 

დღეს კი მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, გუშინ რიკოთზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.