რა ეღირება საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთები და როდიდან შეძლებთ შეძენას

ნაკრები

7 სექტემბრის, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.