თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ადამიანის თვალები არა მარტო სულის სარკეა, არამედ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ზუსტი ინდიკატორიც, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, თვალების შეწითლება, წვა, შესიება თუ ცრემლდენა შეიძლება არაერთი სახიფათო დაავადების მაცნე იყოს, ამიტომ ამ სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმთან ვიზიტია აუცილებელი.
სპეციალისტების განმარტებით:
თუ თვალების თეთრონები გაგიწითლდათ, გაჩნდა წვის შეგრძნება — ეს ბაქტერიული ვირუსული ინფექცია, კონიუნქტივიტია;
თუ ქავილი დაგეწყოთ და ქუთუთოები შეგისივდათ — ეს ალერგიული რეაქციაა;
თუ ზედა ქუთუთოს შიდა ზედაპირი გაგიფერმკრთალდათ, თითქმის გაგითეთრდათ, ხოლო თეთრონები შეცისფრდა — ეს შეიძლება ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის ნიშანი იყოს;
თუ თეთრონები გაყვითლდა — ეს ღვიძლის დაავადების ნიშანია.
გარდა ამისა, ზოგი დარღვევა შეიძლება მეტად სახიფათო დაავადებაზე მეტყველებდეს. მაგალითად:
ოქროსფერი კანტი თვალის ირისის გარშემო ვილსონ-კონოვალოვის დაავადებაზე მიანიშნებს. ეს აუტოსომურ-რეცესიული გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი სპილენძი გროვდება.
ხოლო ირისის გარშემო წითელი ლაქის გაჩენა წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს გვამცნობს — ეს შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის მაცნე.
როგორც ირკვევა, საშიში სიმპტომია არათანაბარი ზომის გუგებიც — როცა ერთი მეორეზე უფრო ვიწროა და ნაკლებად რეაგირებს სინათლეზე.
სპეციალისტების განმარტებით, თვალების ამობურცვა, რა დროსაც ქუთუთოები ბოლომდე ვაღარ ფარავს მათ, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს.
ქუთოთოს სპაზმები (ე.წ. თვალის თამაში) ორგანიზმში მაგნიუმის ცვლის დარღვევაზე მიანიშნებს და ამ შემთხვევაში ნევროპათოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
ამასთან, ექიმები აზუსტებენ, რომ ჩამოწეული ქუთოთო ყოველთვის არ არის დაბერების მაჩვენებელი. ეს შეიძლება მიასთენიის ან სახის ნერვის ანთების ნიშანი იყოს.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ თვალებზე დაკვირვებით ონკოლოგიური დაავადების განვითარებაც შეიძლება ავიცილოთ თავიდან. ანუ, თუ თვალებში მუქი ლაქა გაჩნდა და ერთმა გუგამ ფერი შეიცვალა, ეს შესაძლოა მელანომის სიმპტომი იყოს. შესაბამისად, თუ ადამიანმა მსგავსი რამ შენიშნა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ონკოლოგს.