უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
ცნობილი ბლოგერი, 35 წლის მარიამ ნანობაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, 4 წლის წინ მარიამს სინოვიური სარკომას დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზიდან 2 წლის შემდეგ, მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას აქტიური, მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. მარიამი იყო ბლოგერი და ვლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, ოფროუდის მედალოსანი მძღოლი, „პარტიზანი მებაღე“, აქტივისტი.
მარიამს მისი მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„მე ასეთი ცოცხალი გავიცანი და სულ ამ გადამდები სიცილით, უკონკურენტო შავი იუმორით და ყოველთვის სწორი პოზიციებით დამამახსოვრდება“
„ეს წარწერა სოლიდარობის ნიშნად მაშინ დაიწერა, როცა საკრებულოს წინ უხამსი პლაკატის გამო დამაკავეს, 2015 წელს.
ჰო და ისიც დააკავეს. წლები ვიბრძოლეთ ერთად, სტრასბურგიც მოვიგეთ, ალბათ 100-ზე მეტ აქციაზე თუ საქველმოქმედო ამბავზე ვიდექით მხარდამხარ. დღეს მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ქვეყანამ დაკარგა საუკეთესო მეგობარი და მოქალაქე. სულ მეყვარები მეგობარო“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
„ეს ადამიანი გარდაცვლილა. მე არ ვიცნობდი, ახლა გავიგე ნიუსფიდიდან და ეს ინტერვიუც შემომეკითხა.
რა ძლიერი ადამიანი ყოფილა. სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ. ვიზიარებ ოჯახის და მეგობრების მწუხარებას.
საინტერესო და გულში ჩამწვდომია და გირჩევთ წაიკითხოთ.
„ყველაზე არასწორი აზრი, არის ის, რომ შშმ პირები არიან ცოდოები და აუცილებლად სჭირდებათ დახმარება და რომ ვიღაც უნდა მოგვარდეს და ხელში გეცეს, გამოგართვას თუ რამე გიჭირავს. ყურადღებასა და ზრუნვას არ ვაკნინებ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც არაფერი მჭირდება – მშვიდად ვუმკლავდები იმას, რასაც ვაკეთებ. და ამ დროს, არავინ არ გვასწავლა, როგორ შეიძლება ადამიანს ჰკითხო, ისე, რომ არც მის თავმოყვარეობას დააბიჯო ფეხი და ადეკვატურიც გამოჩნდე”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.