რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე
1750622653
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცემია.
ქალს დაზიანებები სახეზე, თავზე, გულ-მკერდსა და კიდურებზე აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც ის იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.
მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.