ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს - ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

wizzair

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.

flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია. ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.

მომხდართან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი - ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ".

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი