ქობულეთში ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდებს ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა წესი აუგო

წირვა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამის წირვა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლადშესვენებულთა – ლაშას, ელისაბედის და თამარის სულის საოხად. „მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა, რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებულნი მონანი და მხევალნი ღმრთისანი: ლაშა, ელისაბედი, თამარი და მარიამი, და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.“

20 აგვისტოს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ზუგდიდელი ახალგაზრდა დაიღუპა.