ქმარი ვალდებულია არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამოქალაქო კოდექსიდან 

puli

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მეუღლეები ვალდებულნი არიან არჩინონ შრომისუუნარო მეუღლეები. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ცოლი ასევე ქმარი.

გარდა ამისა, ქმარი ვალდებულია არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში.

 მუხლი 26. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა

„მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, უფლება აქვს სასამართლოს საშუალებით მიიღოს სარჩო (ალიმენტი) მეორე მეუღლისაგან, თუ ამ უკანასკნელს შეუძლია მისი მიცემა.

ცოლს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში,  უფლება აქვს, სასამართლოს საშუალებით მიიღოს სარჩო (ალიმენტი) ქმრისაგან, თუ ამ უკანასკნელს შეუძლია მისი მიცემა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებიც“