ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, მათემატიკის პედაგოგის, ქალბატონ თამარ ფოცხვერაშვილის გარდაცვალების გამო. თამარი იყო საუკეთესო პროფესიონალი, რომლის დამსახურებითაც უამრავმა თაობამ შეიყვარა მათემატიკა. ამავდროულად, ის იყო სულისკვეთების, გამძლეობისა და მებრძოლი სულის სიმბოლო, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ახერხებდა გარშემომყოფების გამხნევებას.
მისი სიკეთე, სითბო და თავდადება სამუდამოდ დარჩება კოლეგებისა და მოსწავლეების გულებში.
ვიზიარებთ ამ მძიმე დანაკლისს, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.