„ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად” – რას ჰყვება პატრული, რომელმაც 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

პატრული

31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს უამრავი პოლიციელის გმირული ისტორია. ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ისტორიას გაგახსენებთ:

ორი წლის წინ, 27 წლის პატრულ-ინსპექტორმა, ჯემალ მორჩაძემ ალმოდებული კორპუსიდან ჩვილი უვნებლად გამოიყვანა.

ის „ნიუპოსთან“ სუაბრისას ჰყვება, რა სურათი დახვდათ მას და მის მეწყვილეს, გიორგი ჯანგიშერაშვილს, გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე 60 კვ. მ. ფართი მთლიანად დაიწვა.

​„სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეუხერხულება, როცა ამბობენ, რომ დღის გმირი ვარ.

გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ყველა მეხანძრე-მაშველი და ყველა პოლიციელი.

ინფორმაცია შემოვიდა, რომ გლდანში ძლიერი ხანძარი იყო, მე და ჩემი მეწყვილე – გიორგი ჯანგირაშვილი შემთხვევის ადგილზე მივედით, ადგილზე დაგხვდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ემზადებოდნენ.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე იყო, მეცხრე სართულზე კი ძლიერი დაკვამლიანება იყო,

სწორედ მეცხრე სართულიდან გავიგეთ მამაკაცის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

ბუნებრივია, მე და ჩემი მეწყვილე ოჯახის გადასარჩენად, მეცხრე სართულზე ავედით, წინ სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, შესაბამისი ატრიბუტიკით მიგვიძღვებოდა.

ახალგაზრდა ქალი შევნიშნე, რომელსაც ბავშვი ეჭირა, გამოვართვი და როგორც შემეძლო იმ სისწრაფით გამოვიყვანე კორპუსიდან და ადგილზე მიბილიზებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჩავაბარე.

ჩემმა მეწყვილემ ოჯახის სხვა წევრები გამოიყვანა“- აცხადებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.