1749757476
„ქალაქში დიდი მწუხარება გვეწვია... გუშინ 5 წლის ლილეკო გავაცილეთ, დღეს, პატარა ვაჟკაცმა გიგიმ დაგვტოვა...“

სამტრედიის ფეისბუკ ჯგუფის ადმინისტრაცია გარდაცვლილი მოზარდების შესახებ წერს.
„ერთ კვირაში, ჩვენს ქალაქში დიდი მწუხარება გვეწვია. გუშინ 5 წლის ლილეკო გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე და დღეს, პატარა ვაჟკაცმა გიგიმ დაგვტოვა. დაგვამუნჯეთ პატარებო, მთელი ქალაქი...“ - წერს ადმინისტრაცია.
ცნობილი ხდება, რომ მეორე კლასის მოსწავლე გიგის სეფსისი განუვითარდა, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.