places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პლატფორმა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ციფრული პროექტები დაიწყო

places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პლატფორმა-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ციფრული პროექტები

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ორი ახალი პროექტი დაიწყო.

places.georgia.travel  და ვიზიტორების უკუკავშირის პროექტი https://api.retain.ge/tourism-administration/page/ საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

places.georgia.travel-ის პორტალი ტურიზმის სექტორს  ხელს უწყობს  ეფექტიანად წარმოაჩინოს სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში. 

პორტალზე ვიზიტორს შეუძლია ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიება, გამოყენება და შემდგომი უკუკავშირი, ხოლო

კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის ეფექტური წარმოჩენა, ახალი შეკვეთების გენერაცია და შემდგომი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.

ტურიზმის ინდუსტრიისა და მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ობიექტებისა და სერვისების ასახვა პლატფორმაზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმით შეუძლიათ.

უკუკავშირის პლატფორმასთან https://api.retain.ge/tourism-administration/page/  დაკავშირება კი QR კოდის საშუალებით ხდება, სადაც სპეციალური კითხვარის შევსებაა შესაძლებელი. 

პლატფორმის საშუალებით, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის

საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების

დონის შეფასება, ტენდენციებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკუკავშირის პლატფორმა  ემსახურება ვიზიტორების მხრიდან მიღებული უკუკავშირის სწორ დამუშავებას, მნიშვნელოვანი საკითხების დროულ იდენტიფიცირებას და შემდგომი ეფექტური სამუშაო გეგმის შემუშავებას არსებული გამოწვევების გაუმჯობესების მიზნით.