„ის არის ჩემი მეფე, მე მისი დედოფალი“ - ანი ყიფშიძე გათხოვდა
1776541334
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგეტიკული სასმელების მავნე თვისებებზე საუბრობს:
„საქართველოში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს და ბევრ მშობელს ეს უბრალოდ „მოდად“ ეჩვენება, მაგრამ ეს არ არის უბრალო სასმელი. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე.
თინეიჯერებში ენერგეტიკული სასმელები იწვევს ძილის დარღვევას და კონცენტრაციის დაქვეითებას, შფოთვას და გაღიზიანებას, გულის აჩქარებას, შაქრის მკვეთრ მატებას და მომავალში ინსულინ რეზისტენტობას
დღეს ერთი ქილა, ხვალ ჩვევად გადაიქცევა. მშობლებო - თუ თქვენ არ გააკონტროლებთ გარემოს, რეკლამა გააკონტროლებს თქვენს შვილებს. ენერგია არ მოდის ქილიდან
ენერგია მოდის სწორი კვებიდან, ძილიდან და ცხოვრების წესიდან. დაფიქრდით რას აძლევთ თქვენს შვილებს ყოველდღე - ენერგიას თუ ნელ ნელა ზიანს“,- წერს არუნ ხათრი.