VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სახაზო-საპატრულო სამმართველოს თანამშრომელი, პოლიციის მაიორი - ხვიჩა კრაველიძე, რომელმაც რუსთავში, ბინაში ჩაკეტილი 8 თვის ბავშვის დახმარება შეძლო, პოლიციელის დღეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - ,,მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა.
გასული წლის დეკემბერში, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაიკეტა.
სახლში მისი 8 თვის შვილი მარტო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის დამატებით საფრთხეს ქმნიდა.
ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე მყისიერად მისულმა პატრულ-ინსპექტორმა ხვიჩა კრაველიძემ ჩაკეტილი ბინის მეზობლად მდებარე აივანზე ასვლა მოახერხა, ჩაკეტილი ბინის ფანჯრიდან ბინაში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი უვნებლად გამოიყვანა.