პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ ოჯახით მივიდა

სამძიმარი

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახით მივიდა. 

„ოჯახის წევრებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მივაგე“. - წერს პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 

 

მანამდე ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, გენერალური პროკურორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვები.