საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. კარვებთან ერთად, ადგილზეა წყალი, საკვები, ათობით პარალონი და პლედები.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათი თქმით, ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, გააპროტესტებენ. შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ.