სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები და წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
დეპუტატებმა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამასთან, გასული სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცეს. პარლამენტის წევრებმა მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებს და პედაგოგებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
დაჯილდოების ღონისძიებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.