ოპტიმო კაფეებს მარტივ და ხელმისაწვდომ პროგრამას სთავაზობს

ოპტიმო

კაფის, რესტორნის ან ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტის მართვისას დიდი გამოწვევაა გაყიდვებისა და მარაგების მართვა და კონტროლი. იმისთვის, რომ ბიზნესის მენეჯერს მუდმივად ჰქონდეს წვდომა მის ობიექტზე მიმდინარე მოვლენებზე რესტორნის პროგრამა სჭირდება.  რესტორნის პროგრამით შეკვეთების მიღებაც გამარტივებულია და შემოსავალასაც უშეცდომოდ აღრიცხავ.

ოპტიმო იდეალური დამხმარეა მარაგების მართვის და აღრიცხვის საკითხშიც, პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანის შემდეგ, მუდმივად გექნებათ წვდომა არსებული ნაშთების შესახებ, გარდა ამისა, თქვენთან მომუშავე პერსონალს არ მოუწვეს მარაგის მუდმივი კონტროლი შეკვეთის მისაღებად. რადგან შეკვეთის შემდეგ, ავტომატურად ხდება მარაგების შემცირება და პროგრამაში ხედავ დარჩენილ რაოდენობას.

რესტორნის, მაღაზიის პროგრამა ასევე იძლევა ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების და ზოგადად შემოსავლების შესახებ. სწორედ იმის გამო, რომ ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, მოვლენების კონტროლი შეგიძლიათ ლეპტოპით ან მობილურით ნებისმიერი ადგილიდან, არ მოითხოვს ფიზიკურად თქვენს იმავე ადგილას ყოფნას, სადაც ბიზნესია, რადგან ყველა ძირითად ქმედებასა და მოვლენაზე წვდომა გექნებათ, ისე როგორც ობიექტზე ყოფნისას.

ოპტიმო არა მარტო ბიზნესის მართვის საკითხს ამარტივებს, მოლარეს უქმნის ყველა იმ პირობას, რომ მოემსახუროს  მომხმარებელს სწრაფად და ხარისხიანად. იმისათვის, რომ არ დადგეს რიგი, დროულად მოხდეს მომხმარებლის მიღება - გასტუმრება, ოპტიმოს პროგრამა იძლევა საშუალებას მოლარემ პროდუქტი მოძებნოს დასახელებით, ფოტოთი, დაამატოს ყველაზე ხშირად გაყიდვადი პოზიციები „რჩეულ პროდუქტად“, რის შემდეგაც პირველივე გვერდზე გამოუჩნდება და მარტივად შეძლებს პოვნას და გატარებას.

მართო შენი ბიზნესი ისეთი მოქნილი პროგრამით, რომელიც მუდმივად მოგაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით - დიდი კომფორტი და ფუფუნებაა.

უნდა იცოდეთ, რომ ოპტიმოს პროგრამას გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვისთვის იყენებენ კაფეები, ბარები, დრაივები და სხვადასხვა მიმართულების ობიექტები, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის დაყენება და მისით სარგებლობა დიდ ფინანსურ ხარჯებთან და ტექნიკურ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

იმისათვის, რომ დააყენოთ ოპტიმო, ეწვიეთ საიტს optimo.ge , მოითხოვეთ დემო და შეავსეთ მარტივი აპლიკაცია. მიუთითე პირადი ინფორმაცია, კომპანიის დასახელება და დაელოდეთ ზარს კომპანიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხზე.

ოპტიმოთი სარგებლობა პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, შემდეგ კი, თვეში სულ რაღაც 40 ლარიდან შეძლებთ მიიღოთ ყველა ის სარგებელი, რაც ოპტიმოს პროგრამას ახლავს თან.