1739518481
ონის კულტურის სახლი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
![გლოვა გლოვა](https://primetime.ge/uploads/files/2023/03/17/44354/glova_w_h.jpeg)
ონის კულტურის სახლი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნატა ქავაზაურის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნატა 58 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჩვენს ქალაქში და კლასიკური მუსიკის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს ღირსეულად ემსახურებოდა. იგი რამდენიმე წელი კულტურის სახლის მომღერალთა გუნდის აკომპანიატორი და მრავალი წარმატების თანამონაწილე გახლდათ რაიონისა და რესპუბლიკის მასშტაბით.
იგი ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდა ჩვენი პატარა ქალაქის მიმართ უსაზღვრო სიყვარულს, ამიტომაც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ვერ დათმო მისი საყვარელი და მყუდრო ქალაქი.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ნატას გაწეული ღვაწლისათვის, მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა ქალბატონო ნატა!“,- წერია ინფორმაციაში.