„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
გერმანიაში გამართულ მე-13 პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე Euregio Piano Award international Piano competition ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა პირველი პრემია მოიპოვა.
გარდა ამისა, ახალგაზრდა პიანისტს გადაეცა აუდიტორიის პრიზი, პრესის პრიზი და ქალაქ გაილენკირჰენის პრიზი.
2026 წლისთვის სანდრო გეგეჭკორმა ასევე მიიღო მიწვევა საკონცერტო ტურნეზე გერმანიაში - კერძოდ ერკელენცში, დუსელდორფში, აჰენში, ლინიჰში, გაილენკირჰენსა და სხვა ქალაქებში.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს სანდრო გეგეჭკორს კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.