ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ცნობილი ამერიკული მედიაკომპანიის „ნეტფლიქსის“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში Somebody Feed Phil მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება.
აღნიშნული სერიალის მე-8 სეზონი „ნეტფლიქსის“ პლატფორმაზე 18 ივნისს გამოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, მე-4 ეპიზოდის გადასაღებად, „ნეტფლიქსის“ შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. სერიალის Somebody Feed Phil კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად, სერია ქართული გასტრონომიასაც ეძღვნება.
გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის სარეკლამო კამპანიას აქტიურად ახორციელებს. მედიაკამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს აშშ-ში ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ – V is for Vino ამზადებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მარკეტინგული ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის „სიბიექსი“, „სიენენი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა.
2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo&Partners თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.