1733169705
მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა - დეკანოზი შალვა კეკელია
მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დროს მომიწია ცხოვრება ქვეყანაზე, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მან ქვეყანას ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
„ჩემთვის კიდევ დიდი პატივი იყო, რომ მე მასთან მომიწია მსახურება როდესაც პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, ყველას გვახსოვს, რომ იყო რეგიონები, სადაც სასულიერო პირები არ მოღვაწეობდნენ, ტაძრები იყო დანგრეული, განადგურებული. დღეს 46-წლიანი პატრიარქობის შემდეგ, თითქმის აღარ დარჩა ქალაქი და სოფელი, სადაც ღმერთის სახლი არ აღმდგარიყო. მივულოცავ მთელს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს დღევანდელ დღეს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, იმიტომ რომ მისი თავი ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა დეკანოზმა.
ილია მეორეს დღეს 91 წელი შეუსრულდა.