მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“

მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“.

„დედამიწის საათი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.

კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველო წელს უკვე მეჩვიდმეტედ შეუერთდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.