HMPV-ი ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1736190464
იაპონიაში 116 წლის ასაკში, არსებული მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზიის, NHK-ის ინფორმაციით, ტომიკო იტოოკა 2024 წლის 29 დეკემბერს ჰიოგოს პრეფექტურის სამხრეთში მდებარე ქალაქ ასიის მოხუცთა სახლში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი მშვიდი სიკვდილით, "ასაკთან დაკავშირებული გართულებების" შედეგად გარდაიცვალა.
Guinness World Records-ის მონაცემებით, ტომიკო იტოოკა მსოფლიოს უხუცეს ადამიანად 2024 წლის აგვისტოში აღიარეს, მას შემდეგ, რაც 117 წლის ასაკში ესპანელი მარია ბრანიას მორერა გარდაიცვალა.
იტოოკა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1908 წლის 23 მაისს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიბადა. იტოოკა სამი და-ძმიდან ყველაზე უფროსი იყო.
2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 95,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 88% ქალებია.