პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავისუფალი კინოსტუდიის გენერალური დირექტორი, პროდიუსერი და მსახიობი ედმონდ მინაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული, ძალიან! წავიდა ჩვენი ძმაკაცი - ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“,-წერს მინაშვილი.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, მსახიობი ტრისტან სარალიძე.
ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.