მოსამართლე გარდაიცვალა! - იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში - ბატონი ნუგზარ მგელაძე.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სასამართლო სისტემისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ ბატონი ნუგზარის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.