„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ

თოვლი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს და განმარტავს, როდემდე გასტანს ნალექიანი ამინდი ქვეყანაში:

„28 ნოემბერს და ზოგადად, 29 ნოემბრის დილამდე, ძალაში რჩება უამინდობა. წვიმა მთელ ქვეყანაში, პერიოდულად, ძლიერი ნალექით, ძლიერ ქართან ერთად 17-22 მ/წმ- ში.

მთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან 700 მეტრის ზემოთ მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი, ასევე, შესაძლებელია სველი თოვლის ძლიერი შეწებება საჰაერო გაყვანილობაზე, გზებზე იქნება ლიპყინული.

ასე რომ, როგორც ვკითხულობთ, კვლავ მოსალოდნელია მომდევნო დღეებში - არასტაბილური ამინდი, კლიმატურ ნორმასთან ახლოს ან ოდნავ დაბალი ტემპერატურით, ნოემბრისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექით“, - წერს მეტეოროლოგი.