1751744974
მოსახლეობის აღწერა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება - დემოგრაფი

მოსახლეობის აღწერა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება, - განაცხადა „ქრონიკასთან“ დემოგრაფმა, გია მელაძემ.
„თუკი სახელმწიფომ არ იცის, რამდენი ჰყავს ქალი, კაცი, ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანების რაოდენობა, შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე საუბარი“, - აღნიშნა დემოგრაფმა.
დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.