1754759209
ემანუელ მაკრონი ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაძლიერების შესახებ ისრაელის გეგმებს კატასტროფას უწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის გეგმები ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაძლიერების შესახებ და კატასტროფა უწოდა.
„ამ სტრატეგიის მთავარი მსხვერპლი კვლავ ისრაელელი მძევლები და ღაზის მოსახლეობა იქნებიან. ეს ომი ახლავე უნდა დასრულდეს სამუდამო ცეცხლის შეწყვეტით“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისთვის, მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაასახელა ღაზაში ომის დასრულების ხუთი წინაპირობა: „ჰამასის“ განიარაღება, ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის საერთო კონტროლი უსაფრთხოებაზე, არაისრაელური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნა, რომლის მიზანი ისრაელთან მშვიდობის მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონთან კოორდინაციით, ისრაელი მუშაობს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე.