„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
დანიაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვას გეგმავენ. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის.
როგორც დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, აკრძალვა რამდენიმე სოციალურ მედიაპლატფორმას შეეხება. მეტე ფრედერიქსენი დეპუტატებს მოუწოდებს, ინიციატივას მხარი დაუჭირონ. პრემიერი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია დაავალდებულონ.
გასულ წელს დანიის მოქალაქეები გამოვიდნენ ინიციატივით, ბავშვებს TikTok-თან, Snapchat-თან და Instagram-თან წვდომა აეკრძალოთ. პეტიციას 50 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.