1740372372
მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ძაღლს პირში პიროტექნიკა სავარაუდოდ მოზარდებმა ჩაუდეს

სოციალურ ქსელში დღეს ძალიან მძიმე კადრები გავრცელდა - სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მიუსაფარი ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
„აქ არის რეალური ცხოვრება“ - სოფელი, რომლის ყველა მცხოვრებს დემენცია აქვს - BBC