ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
დიდთოვლობის გამო პრობლემები იყო წალენჯიხის გზებზე, სადაც რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა, დაახლოებით, 40 სმ-ს გადააჭარბა.
როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული ამბობს, ცენტრალური და შიდა საუბნო გზები გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია.
"წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს, ვხედავთ საკმაოდ მაღალი ნალექია მოსული, დიდთოვლობა გვაქვს. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული ერთეული გავწმინდეთ, ვიყავით ყველგან მისულები. ამ ეტაპზე, მიუხედავად დიდთოვლიანობისა, არც ერთი, არა თუ ცენტრალური, არამედ შიდა საუბნო გზაც არ არის გაჭედილი და ყველგან შესაძლებელია გადაადგილება. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა," - აცხადებს ვანო ბურდული.