„მიწერენ ხოლმე, დამალე ეგ ხელიო და რატომ უნდა დავმალო, ვინ მალავს საკუთარ თავს?“ - ლიკუნა ჩაჩიბაია

ლიკუნა ჩაჩიბაია

ლიკუნა ჩაჩიბაიას ცხოვრება 2012 წელს უბედური შემთხვევის შედეგად სრულიად შეიცვალა. 

მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მან ყველა განსაცდელი გადალახა და ახლა წარმატებული სპორტსმენია. 

„მახსოვს, როგორ დავეცი, როგორ ვყვიროდი და როგორ მტკიოდა. ცუდად არ მახსენდება, მე იმ დღეს იმდენი ბრძოლა გავიარე საკუთარი სიცოცხლისთვის, ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, კარგი იყო. რომ არა ის შემთხვევა, სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა…

სიკვდილის ძალიან მეშინოდა, სიკვდილს ებრძვი და უგებ, ამაზე მეტად, მგონია, ცხოვრებაში ვეღარ გავიმარჯვებ…

ჩემს „ტიკ-ტოკზე“ მიწერენ ხოლმე, დამალე ეგ ხელიო და რატომ უნდა დავმალო, ვინ მალავს საკუთარ თავს?

მინდა, პოზიტიური რწმენა და ხედვა გავუზიარო ახალგაზრდებს, ვინც პატარა წვრილმანის გამო სახლში ზის…“- ამბობს ლიკუნა.