„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს“ - დასავლეთ საქართველოს მუფთი

მუფთი

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათა შორის ურთიერთობის, პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცების საქმეში", - განაცხადა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ბაირამის ლოცვის შემდეგ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ, სამუფთოს დელეგაცია სამძიმრის გამოსახატად თბილისში გაემგზავრა.

დღეს მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს. ერთი თვის განმავლობაში, მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებათ.