„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმის მიზანი ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
„მიხეილ სარჯველაძემ, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს დარგის განვითარებას.
ორდღიანი ფორუმი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს. მონაწილეები ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს განიხილავენ. ამერიკის შეერთებული შტატების „მეიოს“ კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი, დამსწრე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ფორუმი კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში, 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი – ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.