იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში ჰემოდიალიზის დაფინანსების მოდელი და ტარიფი უცვლელი იყო, დღეს კი აღნიშნული ტარიფი გაზრდილია.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას თირკმლის დაავადებებისა და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.