რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
ვარკეთილში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს და 114 ზე დარეკეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში, რეზინის მილი გაზის დანადგარიდან მოხსნილი და ღიად დატოვებული იყო. 114 -ს და 112 -ს ჯგუფების ოპერატიული რეაგირებით რამდენიმე ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა. გახსოვდეს - გაზი უსაფრთხოა მაშინ, როცა მისი მოხმარების წესებს იცავ და ყურადღებით ხარ. იზრუნე შენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.