„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
სტიქია ხულოში - თოვლისა და წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა მთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურა. ზვავის შედეგად, ჩაიკეტა სოფელ თაგოს გზა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ჩაოს გზაზეც, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები კი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.
ზარალს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის.