მესტიის მერია მოსახლეობას აფრთხილებს! - რას უკავშირდება ბურღვა-აფეთქების ხმაური

მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს რის გამოც, ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ცნობით, ჰესის სიმძლავრე 45 მეგავატი იქნება:

„მოსახლეობის საყურადღებოდ!

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი – bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი – http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6061). ასევე განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. (იხ. ბმული – http://ei.gov.ge/ ). 

ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს საჯარო განხილვების პროცესში.“ – აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.