“მერე კარგავ საკუთარი თავის პატივისცემას და სამყარო გენგრევა თავზე...” - ილო ბეროშვილი

ილო ბეროშვილი

მსახიობი, ილო ბეროშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება.

ილოს ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ უსაუბრია და საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაუზიარებია, ამჯერად კი ვრცელ კომენტარს აკეთებს:

"მე ნარკოტიკმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა და ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. ძალიან მძიმე გამოცდილებისა და წარსულის მიუხედავად, უნდა იყოს ამაზე საუბარი აუცილებლად.

არ გეხმარება ნარკოტიკი, არა. უბრალოდ, ილუზიაში გამყოფებს, ტყუილში და საკუთარი თავისა და სხვების მოტყუების უნარს ხვეწ. მერე კარგავ საკუთარი თავის პატივისცემას და მერე, დომინოს პრინციპით, მთელი სამყარო გენგრევა თავზე" - წერს ილო ბეროშვილი. 

ასევე ნახეთ:

პირველი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება - კალაძე

ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა - სუსი
 

ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! - ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა