„მენატრება ოჯახი, შვილები, მეგობრები, მეზობლები... კანადაში ნულიდან დავიწყე ცხოვრება, ახლა ხალხს ვიზის მიღებაში ვეხმარები” – ირაკლი ლომაია

ირაკლი ლომაია

სოციალურ  ქსელში პოპულარული, კანადაში მცხოვრები  ირაკლი  ლომაია 13 წელია, რაც ემიგრანტია და ეხმარება  ქართველ  და არამარტო  ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში.

- ვინ არის ირაკლი ლომაია…

– მოგესალმებით,  ირაკლი ლომაია არის, ის პატარა ბიჭი,  ოდესღაც  საქართველოში რომ ჟურნალ-გაზეთები  ინტენსიურად აშუქებდნენ  და თითქმის  ყველა წამყვანი  ქართული  ტელევიზია იწვევდა  გადაცემებში. ადამიანი,  რომელსაც უხარია სხვისი სიხარული  და წარმატება,  რომელიც  მუდმივად ზრუნავს  იმაზე, რომ  განვითარდეს და არ შეეგუოს  ერთფეროვნებას, არამედ მიაღწიოს  ყველა იმ მიზანს, რაც ჯერ კიდევ  7 წლის ასაკში ჰქონდა  ჩაფიქრებული.

– რამ გადაგაწყვეტინათ კანადაში წასვლა?

– სანამ კანადაში წავიდოდი, მანამდეც  ბევრგან  ვიყავი ტურისტულად  ნამყოფი, იდეაში  სულით  ხორცამდე მოგზაური  ვარ და ვერ  წარმომიდგენია  ჩემი  ცხოვრება მოგზაურობის გარეშე.  ეხლაც  ბოლო 5 თვეში ვიმოგზაურე თურქეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში,  ჰოლანდიაში,

ბრაზილიაში,  ინდოეთში  და მალე მივფრინავ  ტაილანდში.  ბუნებრივია, როცა ბევრს დაფრინავ  და ეცნობი  უცხო ქვეყნის კულტურას,  შესაძლებლობებს,  მათ გავლენას მსოფლიო ასპარეზზე და ეკონომიკას,

გიჩნდება სურვილი, წახვიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც  გაცილებით დაცული და  უზრუნველყოფილი მომავალი გექნება.  სწორედ  ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით  გადავწყვიტე წავსულიყავი თავიდან  აშშ-ში. იქ არ დამხვდა  ის ატმოსფერო და გარემოება, როგორიც წარმომედგინა და გადავწყვიტე, მეცადა ბედი კანადაში,  რამეთუ  ამ  ქვეყანაზე  ძალიან  ბევრი კარგი  მსმენოდა  და ვფიქრობდი, დამეხმარებოდა ჩემი მიზნების ასრულებაში.

-რა იყო ყველაზე დიდი  გამოწვევა, რომელსაც  შეხვდით  კანადაში  პირველად  ჩასვლისას…?

– ენა არ  ვიცოდი, რამაც ძალიან  შემიშალა ხელი  ინტეგრირებაში. არ  ვიცნობდი  ქვეყანას და მის  კანონებს  და არ  მყავდა არავინ დამხმარე, ვინც მხარში დამიდგებოდა. თუმცა ეტაპობრივად  რამდენიმე  უკარგესი ქართველი  ოჯახი  გვიცანი  და ისინი  დამიდგნენ  მხარში, რომ მარტოსულად  არ  მეგრძნო თავი. ყველაზე დიდი გამოწვევა ახალ  ჩასულ  ემიგრანტს  იქ ყოველდღიურად  ხვდება,  რამეთუ  ძალიან  რთულია  ჯერ  საბუთების მიღება,  მერე დასაქმება,  დაბინავება,  ცალკე  ნოსტალგია და მონატრება რომ გარხრჩობს ოჯახის და  და ახლობლების…  ერთობლიობა კი  ბადებს  დიდ ტკივილს, რასაც,  სამწუხაროდ, ბევრი  ემიგრანტი ვერ  უძლებს.  ბევრი  ღამეები  გამითენებია მშიერს, ყოფილა შემთხვევა  საჭმლის ფულიც  არ  მქონია,  მაგრამ  გამიძლია  და ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და მე სულ  სხვა მიზანი მქონდა  შესასრულებელი.

-რა გენატრებათ  ყველაზე მეტად?

– მუდმივად  ყველა და ყველაფერი მენატრება.  რომელი  ერთი  გამოვარჩიო?  მენატრება ოჯახი, შვილები,  მეგობრები,  მეზობლები.

მიუხედავად  იმისა,  რომ ხშირად  დავფრინავ  საქართველოში, ეს მაინც არ  არის საკმარისი,  იმისთვის რომ  ის მონატრება  გააქარწყლოს, რაც მაქვს.  საქართველოში  გამოფრენა  მუდმივად  მიხარია და აი, როცა უკან  მიწევს დაბრუნება, თვითმფრიანავში მუდმივად  ვტირი. სწორედ  ამ გრძნობას  სამშობლოს და შენი  ოჯახის  სიყვარული ჰქვია. 

-როგორ შეცვალა თქვენი  პერსპექტივა კანადაში ცხოვრებამ…?

– საბედნიეროდ, ამ  ქვეყანამ  მიმიღო და ყველაფერი  გააკეთა ჩემთვის,  რომ  მიმეღწია იმ  წარმატებისთვის, რაც  რეალურად ჩაფიქრებული მქონდა. იმდენად  მიყვარს კანადა,  რომ  ამ  ქვეყანაში  ვერ  ვგრძნობ იმას,  რომ ჩამოსული ვარ  ოკეანის გამოღმიდან,  არამედ ასე მგონია აქ დავიბადე.

რაღაცნაირად  ჩემი  გახდა ეს ქვეყანა. საკმაოდ კარგი და კომფორტული  გარემო მომცა.  ჩემი აზრით, ზუსტად  ის შედეგი  მიჭირავს ხელში, რამდენიც მოვინდომე და ვიშრომე.  აბა აქ ლანგარზე მორთმეული  არავის არაფერი უანდერძია,  რასაკვირველია, ნულიდან დავიწყე ცხოვრება და  მივაღწიე საკმაოდ დიდ წარმატებებს ღვთის წყალობით.  რა თქმა უნდა, რომ  არა კანადური კანონები, მაშინ ვერ  მექნებოდა  იმხელა არეალი, რომ მქონოდა ამბიცია, თუნდაც  გავმხდაარიყავი  კანადის მოქალაქე,  გამეხსნა ბიზნესები  ან  სხვა…  აქედან გამომდინარე ყველა მოწესრიგებულ და  ცივილურ  ქვეყანაში  კანონი  თუ  კანონობს, შედარებით  მარტივია ახალი ცხოვრების დაწყება  და ყველა ჩანაფიქრის ასრულება… სრულად